ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი - კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმის ფარგლებში გარე საზღვრებზე კონტროლი გაძლიერდა

ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი - კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმის ფარგლებში გარე საზღვრებზე კონტროლი გაძლიერდა

ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვლადიმერ მაკეის განცხადებით, ქვეყანაში შემოღებული კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმის ფარგლებში, გარე საზღვრებზე კონტროლი გაძლიერდა.

„ქვეყნის მიმდებარე ტერიტორიაზე შესაძლო პროვოკაციების შესახებ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გადაწყდა ე.წ. კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმის შემოღება. ამ რეჟიმის ფარგლებში სიტუაციის კონტროლი და გარე საზღვრების კონტროლი გაძლიერდა“, - განაცხადა ვლადიმერ მაკეიმ.

მანამდე მან გამოცემა Izvestia-სთან საუბარში განაცხადა, რომ ბელარუსში, მეზობელი ქვეყნებიდან მოსალოდნელი საფრთხის გამო, „კონტრტერორისტული ოპერაციის“ რეჟიმი წესდება.

„არსებობდა ინფორმაცია, რომ ზოგიერთი მეზობელი სახელმწიფოს მხრიდან იგეგმებოდა პროვოკაციები, რაც დაკავშირებულია ბელარუსის ტერიტორიების ნაწილის დაკავების საფრთხესთან”, – განაცხადა ბელარუსის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.