თეა ახვლედიანი საქართველოში სომხეთის ელჩს შეხვდა

თეა ახვლედიანმა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთ აშოტ სმბატიანთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. აღნიშნულ ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

სახელმწიფო მინისტრმა ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და დიპლომატიურ საქმიანობაში წარმატება უსურვა საქართველოს და სომხეთის რესპუბლიკას შორის კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობების შემდგომი გამყარებისა და ორი ქვეყნის ხალხის საკეთილდღეოდ.

თეა ახვლედიანმა ელჩს გააცნო უწყების საქმიანობა, როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ისე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის მიმართულებით. სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებულ მძიმე უფლებრივ და ჰუმანიტარულ ვითარებაზე, ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით ეთნიკური ქართველების ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევებზე. თეა ახვლედიანმა მიმოიხილა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის პრიორიტეტები, მიზნები და სამომავლო გეგმები, აღნიშნა ის მექანიზმები და ინსტრუმენტები, რომლებიც ხორციელდება სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში და მიმართულია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში თანასწორი ჩართულობისკენ. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის, ასევე რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების მნიშვნელობას. სომხეთის ელჩი, თავის მხრივ, მიესალმა აღნიშნული ორივე მიმართულებით სახელმწიფოს მიერ გაწეულ ძალისხმევას და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო