ვლადიმერ პუტინი ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშინიანს რუსეთში შეხვედრისთვის იწვევს

ვლადიმერ პუტინი ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშინიანს რუსეთში შეხვედრისთვის იწვევს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი რუსეთში შეხვედრისთვის მიიწვია.

„სიამოვნებით გიწვევთ როგორც აზერბაიჯანის ლიდერს, ასევე სომხეთის პრემიერ-მინისტრს. შეგიძლიათ შეთანხმდეთ თარიღზე, და როგორც მე მესმის, არსებობს ინტერესი რუსეთში შეხვედრასთან დაკავშირებით“, - განაცხადა პუტინმა დსთ-ს სამიტზე.

მისი თქმით, ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი ქალაქი: სოჭი, მოსკოვი, სანკტ-პეტერბურგი - „ნებისმიერ ადგილზე, ნებისმიერ დროს“.