მამუკა ხაზარაძე - როგორ შეიძლება უნივერსიტეტს რექტორობის მხოლოდ ერთი კანდიდატი ჰყავდეს? რისი ბრალია ეს, შიშის? ღირსეული კანდიდატები არ არიან?

როგორ შეიძლება უნივერსიტეტს რექტორობის მხოლოდ ერთი კანდიდატი ჰყავდეს? - ამის შესახებ “ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე თსუ-ს რექტორის თანამდებობაზე მხოლოდ ერთი კანდიდატის განაცხადთან დაკავშირებით წერს. ხაზარაძე უნივერსიტეტელებს მიმართავს, უარი არ თქვან ბრძოლაზე.

„როგორ შეიძლება უნივერსიტეტს რექტორობის მხოლოდ ერთი კანდიდატი ჰყავდეს? რისი ბრალია ეს? შიშის? ღირსეული კანდიდატები არ არიან? დარწმუნებული ვარ, ხართ! უნივერსტიტელებო, უარს ნუ იტყვით ბრძოლაზე!“- წერს მამუკა ხაზარაძე.

შეგახსენებთ, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატთა რეგისტრაცია დასრულდა. თსუ-ს ინფორმაციით, თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე მხოლოდ ერთმა კანდიდატმა - თსუ პროფესორმა ჯაბა სამუშიამ შეიტანა განაცხადი.

თსუ-ს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საარჩევნო კომისია განიხილავს კანდიდატის განაცხადს. წარმოდგენილი საბუთების შემოწმების შემდეგ, რექტორის მოვალეობის შემსრულებელს აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, არაუმეტეს 6 თვის ვადით აირჩევს.

აკადემიური საბჭოს დადგენილებით, თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნები 20 ოქტომბერს ჩატარდება.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო