რუსეთის ხელისუფლებამ გასცა განკარგულება, რომლის თანახმადაც, ყირიმის ხიდი 2023 წლის 1 ივლისამდე უნდა აღდგეს. მედიის ინფორმაციით, მთავრობის შესაბამის განკარგულებას ხელი რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა უკვე მოაწერა.
აფეთქების შედეგად დაზიანებული ხიდის აღდგენა კომპანია Нижнеангарсктрансстрой-ს დაევალა. კომპანია იქნება ერთადერთი კონტრაქტორი და მან სარემონტო სამუშაოები 2023 წლის 1 ივლისამდე უნდა დაასრულოს.
ყირიმის, ანუ ქერჩის ხიდი, რომელიც ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულსა და რუსეთის სამხრეთ ნაწილს ერთმანეთთან აკავშირებს, 8 ოქტომბერს, აფეთქების შედეგად დაზიანდა. რუსეთის ხელისუფლება აფეთქებაში უკრაინას ადანაშაულებს, თუმცა მომხდარზე კიევს პასუხისმგებლობა არ აუღია.