მიხეილ სარჯველაძე - ნებისმიერ პასუხისმგებლობას უნივერსალური პრინციპი აქვს, ბრალი თუ არ მიგიძღვის და შეხება არ გქონია, არც მორალური, არც პოლიტიკური და არც სამართლებრივი პასუხისმგებლობის სუბიექტი არ უნდა იყო

ნებისმიერ პასუხისმგებლობას უნივერსალური პრინციპი აქვს, ბრალი თუ არ მიგიძღვის და შეხება არ გქონია, არც მორალური, არც პოლიტიკური და არც სამართლებრივი პასუხისმგებლობის სუბიექტი არ უნდა იყო - არ მგონია, რომ მერს თითოეული ექსპერტიზის საფუძვლიანობის შემოწმების ვალდებულება ეკისრებოდეს,- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ეკისრება თუ არა ქალაქის მერს ვაკის პარკში მომხდარზე პასუხისმგებლობა.

სარჯველაძის განცხადებით, პასუხისმგებლობა რომ დაეკისროს ადამიანს, მინიმალური რამ მაინც უნდა არსებობდეს, რაც მას შეეშალა.

"ერთი დღეა გასული ტრაგედიიდან და ადამიანურად ძნელია, რომ თუ ნატამალი სისხლი მაინც გაქვს ორგანიზმში, შეუძლებელია საღი პოზიციები ჩამოიყალიბო, ვიღაცები ცდილობენ ამ ცხელი ვითარების სათავისოდ გამოყენებას და ეს უზნეობაა. საღად შევაფასოთ, გაივლის დრო და შეგვეძლება ყველას რაღაცნაირად, ცივად მიუდგეთ ამ საკითხს და შევაფასოთ რამდენიმე საკითხი, ნებისმიერ პირთან მიმართებით ნებისმიერი სახის პასუხისმგებლობა (რომ განვიხილოთ), თუკი აღმოვაჩენთ, რომ ვინმეს ბრალი მიუძღვის, ვისაც შეეძლო ეს ფატალური შედეგი აეცილებინა და ეს არ გააკეთა, ყველა უნდა დაისაჯოს, მაგრამ არის კი კალაძესთან მიმართებით ასეთი წინაპირობა? - არ მგონია.

ნებისმიერ პასუხისმგებლობას უნივერსალური პრინციპი აქვს, ჩემთვის მაგალითად, ბრალი თუ არ მიგიძღვის, საერთოდ თუ შეხება არ გქონია, არც მორალური, არც პოლიტიკური და არც სამართლებრივი პასუხისმგებლობის სუბიექტი არ უნდა იყო. ჩემი დამოკიდებულება ასეთი გახლავთ, მინიმალური მაინც უნდა იყოს ისეთი, რაც შეგეშალა,"- განაცხადა სარჯველაძემ.

კითხვაზე, პოლიტიკური პასუხისმგებლობა რატომ არ იკვეთება მაშინ, როცა მისი უწყების ქვეშ არსებულმა კონტაქტორმა კომპანიებმა აწარმოეს სამუშაოები და მერიამ ჩაიბარა, სარჯველაძე აცხადებს, რომ ეს არ ქმნის გადადგომის მოთხოვნის საფუძველს.

"საქმეც ამაშია, მე არ მგონია, რომ ასეთი რამ გადადგომის მოთხოვნის საფუძველს იძლევა, ამას გულწრფელად ვიძახი და ერთი წუთით არ იფიქროთ, რომ ვინმეზე ნაკლები თანაგრძნობა მაქვს, მეტიც, ვინც ამ ცხელი ვითარების მერკანტილური პოლიტიკური მიზნებისთვის სათავისოდ გამოყენებას ცდილობს, იმაზე ნაკლებად ემპათიური ვარ, ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ მათ ჩემზე მეტად ებრალებათ ის გოგონა, რომელიც დაიღუპა, ეს ასე არ არის ნამდვილად და შეიძლება ნამდვილად პირიქით იყოს. სამართლებრივი და ნებისმიერი პასუხისმგებლობისთვის პირს ბრალი უნდა მიუძღოდეს, რაღაც დაშვებული შეცდომა უნდა ჰქონდეს, ეს აუცილებელი წინაპირობაა, სხვაგვარად პასუხისმგებლობა არ დგება, არც ერთი (არც მორალური, არც პოლიტიკური არც სამართლებრივი). პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ასე განვმარტავ - როცა სამართლებრივი არ არის, მაგრამ პოლიტიკური შეცდომა არსებობს ისეთი, რომლის არდაშვების შესაძლებლობა ჰქონდა პოლიტიკოსს, რაც არ გააკეთა და შესაბამისად, მას უწევს ამაზე პასუხისგება. პასუხისგება დგება, როცა აკეთებ რაღაცას ისეთს, რაც არ უნდა გაკეთებულიყო, მაგრამ როცა ადამიანს საყვედურად ვეუბნებით, რომ რაღაც არ უნდა გაგეკეთებინა, მაშინ უნდა ვუთხრათ, რომ რაღაც სხვაგვარად უნდა გაეკეთებინა და მე არ მგონია, რომ ქალაქის მერს სათითაოდ, თითოეული ექსპერტიზის საფუძვლიანობის შემოწმება ეკისრებოდეს ვალდებულებად. არავინ დააყოვნებს პასუხისმგებლობას, სადაც პასუხი საგებია, მაგრამ ტყუილად პასუხისმგებლობასაც მხარს ვერ დავუჭერ,"- განაცხადა სარჯველაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო