ვლადიმერ პუტინი - რუსეთი არ ისახავს მიზნად უკრაინის განადგურებას

რუსეთი არ ისახავს მიზნად უკრაინის განადგურებას, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომლებიც დაინტერესდნენ, შეძლებს თუ არა უკრაინა მომავალში არსებობას როგორც სახელმწიფო.
მისივე თქმით, არ არის უკრაინაზე მასობრივი დარტყმების მიყენების საჭიროება, ახლა სხვა ამოცანები დგას.
პუტინის განცხადებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დარტყმა ერთდროულად ყველა ობიექტისთვის არ მიუყენებია.
"ჩემი ქმედებები სწორი და დროულია", - განაცხადა პუტინმა ყაზახეთში ვიზიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

























