ირაკლი ჩიქოვანი - გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის თანათავმჯდომარესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ გერმანიის როლსა და მხარდაჭერაზე ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესში და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე

გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის თანათავმჯდომარესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ გერმანიის როლსა და მხარდაჭერაზე ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესში და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატი, ირაკლი ჩიქოვანი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

დეპუტატის განმარტებით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საუბარი ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით მიღწეულ პროგრესსაც შეეხო.

„გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის თანათავმჯდომარეს ლარს კლინგბაილს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან ერთად შევხვდით. შეხვედრაზე ვისაუბრეთ გერმანიის როლსა და მხარდაჭერაზე ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესში და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე. მასპინძელი მხარისგან აღინიშნა, რომ გერმანია მხარს უჭერს ჩვენს ინტეგრაციას ევროპულ სტრუქტურებში და მაქსიმუმი გაკეთდება იმისთვის, რომ წარმატებებს მივაღწიოთ ამ გზაზე.

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ბუნდესტაგში სამუშაო შეხვედრები გავმართეთ. შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების გადაწყვეტილებას, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებსა და ქვეყნის ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციის მნიშვნელობას. საუბარი შეეხო ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით მიღწეულ პროგრესს და ხაზი გაესვა, რომ საქართველოს სტრატეგიული მიზნების მიღწევის კუთხით გერმანიის პოლიტიკურ მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

გამართულ შეხვედრებზე ყურადღება რა თქმა უნდა, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებაზე გამახვილდა“, - წერს ჩიქოვანი.

ვახუშტი მენაბდე - ჩვენ ახლა ვართ მდგომარეობაში, როცა „ქართული ოცნება“ პროცესებს მართავს არა კანონზე, არამედ ძალაზე დაყრდნობით და ძალის დემონსტრირებით ცდილობს თავისი მმართველობის დაკანონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით