უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრი - Starlink-ის ტერმინალები მუშაობდნენ, მუშაობენ და იმუშავებენ - არ ინერვიულოთ

უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრი - Starlink-ის ტერმინალები მუშაობდნენ, მუშაობენ და იმუშავებენ - არ ინერვიულოთ

Starlink-ის ტერმინალები უკრაინაში მუშაობას გააგრძელებენ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრი მიხაილ ფედოროვი “ტელეგრამის” პირად გვერდზე ავრცელებს.

„Starlink-ის ტერმინალები მუშაობდნენ, მუშაობენ და იმუშავებენ. არ ინერვიულოთ”, - წერს ფედოროვი.

ცნობისთვის, აქამდე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უკრაინა იპოვის გამოსავალს, რათა Starlink-ის სერვისებმა განაგრძონ მუშაობა. უკრაინა ელის, რომ კომპანია უზრუნველყოფს სტაბილურ კავშირს მოლაპარაკებების დასრულებამდე.