ექსპერტის განცხადებით, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ჩნდება რამდენიმე კითხვა: იყო თუ არა მოწყობილი დამიწების კონტური და მთავარია, იყო თუ არა დამონტაჟებული დიფერენციალური დაცვის სისტემა

ექსპერტის უსაფრთხოების საკითხში, ნუგზარ კირთაძის განცხადებით, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ჩნდება რამდენიმე კითხვა: იყო თუ არა მოწყობილი დამიწების კონტური და მთავარია, იყო თუ არა დამონტაჟებული დიფერენციალური დაცვის სისტემა.

როგორც ექსპერტმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, დაცვის სისტემას უნდა ემუშავა, რადგან მისი პირდაპირი დანიშნულებაა ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა.

„არ მინდა ნაჩქარევი დასკვნები გავაკეთო. ჩნდება რამდენიმე შეკითხვა: იყო თუ არა მოწყობილი დამიწების კონტური და იყო თუ არა ის მოწყობილი დადგენილი წესით. იყო თუ არა ლაბორატორიული გაზომვა ჩატარებული ამ დამიწების წინაღობის. რაც ყველაზე მთავარია, იყო თუ არა დამონტაჟებული დიფერენციალური დაცვის სისტემა და მუშაობდა თუ არა ის ნორმალურ რეჟიმში. ეს ყველაზე მთავარია, იმიტომ, რომ დიფერენციალური დაცვის პირდაპირი დანიშნულებაა ასეთი რამეების აღკვეთა. შესაბამისად, იყო თუ არა დამონტაჟებული დიფერენციალური დაცვის სისტემა და თუ იყო რატომ არ იმუშავა. დაცვის სისტემას უნდა ემუშავა, მისი პირდაპირი დანიშნულებაა ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა", - განაცხადა კირთაძემ.

მისივე თქმით, ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს რა მოხდა და როგორ მოხდა.

„შეიძლება დაზიანებული მოწყობილობა დროდადრო ირთვებოდა. შეიძლება იმ მომენტში არ იყო ჩართული, რაღაც მომენტში ჩაირთო. მოკლედ, ეს არის ექსპერტიზის საკითხი რა მოხდა და როგორ მოხდა. ამ სისტემებს გამართულად რომ ემუშავა, ეს არ მოხდებოდა. მექანიკური დაზიანება შესაძლებელია. შემთხვევა ხდება, მაგრამ იმის იქით არის დაცვის სისტემები, რომელმაც უნდა იმოქმედოს“,- აღნიშნა ექსპერტმა.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას, მარიტა მეფარიშვილის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

შსს-ს განმარტებით, მომხდარ ფაქტზე დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიების მსვლელობისას დაზუსტდა კვალიფიკაცია და გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო