ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, მობილიზებულ რუს რეზერვისტებს სთხოვენ, ჯავშანჟილეტები თავად შეიძინონ

მობილიზებული რუსი რეზერვისტების კონტინგენტი უკრაინაში ბოლო ორი კვირის განმავლობაში განლაგდა. მათი პირადი აღჭურვილობის საშუალო დონე უფრო დაბალია, ვიდრე ადრე განლაგებული ჯარების ისედაც ცუდი უზრუნველყოფა, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ანგარიშშია აღნიშნული.

„ბევრ რეზერვისტს სთხოვენ, თავად შეიძინოს საკუთარი ჯავშანჟილეტი, განსაკუთრებით თანამედროვე 6B45 ჯავშანჟილეტი. აღნიშნული ჯავშანჟილეტი რუსულ ონლაინ მაღაზიებში 40 000 რუბლი (დაახლოებით 640 აშშ დოლარი) ღირს, აპრილში კი მისი ღირებულება დაახლოებით 12 000 რუბლი (დაახლოებით 190 აშშ დოლარი) იყო“, - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ცნობით, 2020 წელს რუსეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ რუს სამხედროებს 300 000 კომპლექტი Ratnik-ის ჯავშანჟილეტი გადაეცათ, რაც საკმარისი იყო უკრაინაში ამჟამად განლაგებული ძალების აღჭურვისთვის.

„კორუფცია და ცუდი ლოგისტიკა რუსი სამხედროების უკრაინაში ცუდად ბრძოლის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია“, - აცხადებენ უწყებაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო