პაატა ბურჭულაძემ 13 წლის მარიტა მეფარიშვილის ოჯახს მიუსამძიმრა

ვაკის სამების ეკლესიაში, სადაც 13 წლის მარიტა მეფარიშვილის პანაშვიდი მიმდინარეობს, ოპერის მომღერალი პაატა ბურჭულაძე მივიდა. მან გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს მიუსამძიმრა.

“ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ გავუფრთხილდეთ ჩვენს ბავშვებს. ახლა ისეთი დროა, რომ ეს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ - გავუფრთხილდეთ ერთმანეთს”,- განაცხადა ბურჭულაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ვაკის სამების ეკლესიაში მარიტა მეფარიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას, მარიტა მეფარიშვილის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

შსს-ს განმარტებით, მომხდარ ფაქტზე დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიების მსვლელობისას დაზუსტდა კვალიფიკაცია და გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კახა კოჟორიძე - აქციების მონაწილეებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის მუხლით აღძრული საქმეები ძალიან ჰგავს ბუზის სპილოდ ქცევის მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 13.01.2025
კახა ოქრიაშვილი - ვუერთდებით საყოველთაო გაფიცვას!