„დროას“ განცხადებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, სადაც რუსეთის ტერორისტულ რეჟიმად გამოცხადებას კენჭი უყარეს,  ლევან იოსელიანი და „ოცნების“ წარმომადგენლები კენჭისყრის პროცედურას არ დაესწრნენ

პარტია „დროას“ განცხადებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, სადაც რუსეთის ტერორისტულ რეჟიმად გამოცხადებას კენჭი უყარეს, კენჭისყრის პროცედურას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არ დაესწრენენ.

„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 13 ოქტომბერს კენჭი უყარა რუსეთის ტერორისტულ რეჟიმად გამოცხადებას. ხმის მიცემის პროცესს ესწრებოდა წევრი ქვეყნების 100 წარმომადგენელი, რომელთაგან მხოლოდ ერთმა შეიკავა თავი პოზიციის დაფიქსირებისგან, 99-მა კი ერთხმად გამოაცხადა რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, ისევე, როგორც პარტია „მოქალაქეების“ წევრი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან იოსელიანი აღნიშნულ კენჭისყრას არ დაესწრნენ და, შესაბამისად, არ დაუჭირეს მხარი რუსეთის ტერორისტულ რეჟიმად გამოცხადებას.

საქართველოდან ხმის მიცემას მხოლოდ ხატია დეკანოიძე (ენმ) დაესწრო, რომელმაც აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა. ეს დასტურდება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კენჭისყრის არქივის მონაცემებიდან.

ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს „ქართული ოცნების“ ლოიალობას პუტინის რეჟიმის მიმართ და იმას, რომ რუსეთი მათთვის ბუნებრივ პოლიტიკურ და ცივილიზაციურ სივრცეს წარმოადგენს.

საქართველოსთვის, როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებული სახელმწიფოსთვის და რუსული კოლონიური წარსულის მქონე ქვეყნისთვის, აღნიშნული ფაქტი და „ქართული ოცნების“ პრორუსული მმართველობა არის არა მხოლოდ სამარცხვინო, არამედ გვიქადის დამარცხებული იმპერიული სახელმწიფოს ნანგრევებში მოყოლას. ჩვენ ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ დავიბრუნოთ ჩვენი სამშობლო და მას საბოლოოდ დავუმკვიდროთ ადგილი ევროატლანტიკურ ოჯახში“-აცხადებს პარტია „დროა“ და შესაბამის ბმულს უთითებს. წყარო: https://pace.coe.int/en/votes/39122

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო