მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ზელენსკიმ გერმანელების გადაცემული ულტრათანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა კიევში კი არ განათავსა, არამედ ხერსონის მიმართულებით, რაც ძალიან თამამი ნაბიჯია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანელების გადაცემული ულტრათანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა კიევში კი არ განათავსა, არამედ ხერსონის მიმართულებით, რაც ძალიან თამამი ნაბიჯია. მისივე შეფასებით, უკრაინელები გადავიდნენ მასობრივ შეტევაზე ხერსონის ოლქში ნოვოკახოვსკის მიმართულებით, ნოვოკახოვკაზე გასვლის შემდეგ კი ქალაქ ხერსონის აღება დღეების საკითხია.

„ჩვენები გადავიდნენ მასობრივ შეტევაზე ხერსონის ოლქში ნოვოკახოვსკის მიმართულებით. ნოვოკახოვკაში არის ყირიმის წყლით მომარაგების რეზერვუარი, რის გამოც ის თავიდანვე იყო რუსების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ომში და ასევე მთავარი დამაკავშირებელი გადასასვლელი დნეპრის დასავლეთ და აღმოსავლეთ სანაპიროებს შორის. ძალიან თამამი ნაბიჯია, რომ ზელენსკიმ გერმანელების გადაცემული ულტრათანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა კიევში კი არ განათავსა, არამედ სწორედ ხერსონის მიმართულებით. ნოვოკახოვკაზე გასვლის შემდეგ ქალაქ ხერსონის აღება დღეების საკითხია. ველით კარგ ამბებს“,- წერს მიხეილ სააკაშვილი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო