მიხაილო პოდოლიაკი - პუტინი ელოდება, რომ რუსი სამხედროები ხერსონს კბილებით დაიჭერენ, რომ ბელადმა “სახე შეინარჩუნოს”

მიხაილო პოდოლიაკი - პუტინი ელოდება, რომ რუსი სამხედროები ხერსონს კბილებით დაიჭერენ, რომ ბელადმა “სახე შეინარჩუნოს”

პუტინს იმედი აქვს, რომ რუსი ოკუპანტები ხერსონს კბილებით დაიჭერენ, რათა მან “სახე შეინარჩუნოს”. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი Twitter-ის პირად გვერდზე წერს.

“პუტინი ელოდება, რომ რუსი სამხედროები ხერსონს კბილებით დაიჭერენ, რომ ბელადმა “სახე შეინარჩუნოს”. თუმცა ისინი გაქცევის მოლოდინში მოპარულს ინაწილებენ და გააქვთ. ასე ხდება: როდესაც „მაროდიორობა“ სისტემის ნაწილი ხდება, დისციპლინისთვისა და საბრძოლო სულისკვეთებისთვის ადგილი არ რჩება”, - წერს პოდოლიაკი.