რუსეთის თავდაცვის  უწყების ცნობით, ბელგოროდის ოლქის ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში სროლა იყო, არიან გარდაცვლილები

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ბელგოროდის ოლქის ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში სროლა იყო, არიან გარდაცვლილები.

“15 ოქტომბერს, დასავლეთის სამხედრო ოლქში, ბელგოროდის ოლქში დსთ-ის ერთ-ერთი ქვეყნის ორი მოქალაქის მიერ ჩადენილია ტერორისტული აქტი. სროლის შედეგად 11-მა ადამიანმა სასიკვდილო ჭრილობები მიიღო. კიდევ 15 სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობებით გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მათ საჭირო დახმარებას უწევენ”, - წერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ტერორისტებმა ცეცხლი გაუხნეს “სპეცოპერაციაში მონაწილეობის მსურველ პირებს” პოლიგონზე საცეცხლე მომზადების დროს. მათივე ცნობით, საპასუხო ცეცხლის შედეგად “ორივე ტერორისტი განადგურებულია” და ადგილზე სამართალდამცავი ორგანოები მუშაობენ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო