ჩინეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ტაივანთან დაკავშირებით, ჩინეთი ვერასდროს იტყვის უარს ძალის გამოყენებაზე

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა განაცხადა, რომ ტაივანთან დაკავშირებით, ჩინეთი ვერასდროს იტყვის უარს ძალის გამოყენებაზე.

აღნიშნულის შესახებ ქვეყნის პირველმა პირმა დღეს, ჩინეთის კომუნისტური პარტიის კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სი ძინპინის თქმითვე, მისი ქვეყანა გააგრძელებს ტაივანის დამოუკიდებლობისადმი წინააღმდეგობის გაწევას.

“მშვიდობიანი გაერთიანებისთვის ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას უდიდესი გულწრფელობითა და უმაღლესი ძალისხმევით, მაგრამ ჩვენ ვერასდროს დავპირდებით, რომ უარს ვიტყვით ძალის გამოყენებაზე და ჩვენ ვიტოვებთ ყველა საჭირო ზომის მიღების არჩევანის უფლებას”, - აღნიშნა ჩინეთის ლიდერმა.

მანვე დასძინა, რომ მისი სიტყვები ”მიმართული იყო მხოლოდ გარე ძალების და რამდენიმე სეპარატისტის ჩარევით, რომლებიც ეძებენ ტაივანის დამოუკიდებლობას”.

მედიის ცნობით, ტაივანთან დაკავშირებით, სი ძინპინის გამოსვლას „ყველაზე დიდი აპლოდისმენტები მოჰყვა თითქმის ორსაათიანი სიტყვით გამოსვლის დროს“.

„ჩვენი ქვეყნის სრული გაერთიანება უნდა მოხდეს“, - დასძინა ჩინეთის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, ჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტია ტაივანს საკუთარ ტერიტორიად განიხილავს, მიუხედავად იმისა, რომ ის არასდროს აკონტროლებდა მას.

ვახტანგ ძაბირაძე - 14 დეკემბერს პარლამენტის ეზო და შემოგარენი გადაჭედილი იქნება საპატრულო პოლიციით და რობოკოპებით, მაგრამ, ძალოვნები იქნებიან თუ არა აგრესიულები, ეს იქნება გადამწყვეტი
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყაველაშვილი არის დე-ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სჭირდება და წაართვეს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები!
Samsung-ის საახალწლო ფასდაკლებები დაიწყო - აჩუქე ის, რაც სულ ემახსოვრება
Skillwill – პირველი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელსაც სახელმწიფომ სრული აღიარება მიანიჭა