ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და ADB-ის ვიცე-პრეზიდენტმა, შიშინ ჩენმა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრა ამერიკის შეერთებულ შტატებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში შედგა და მას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები მირზა გელაშვილი და ეკატერინე გუნცაძე.

„ საუბარი შეეხო აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერილი პროექტების მიმდინარეობას, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. ასევე, საქართველოს ეკონომიკაში დღეს არსებულ ვითარებას, მიმდინარე და 2023 წელს დაგეგმილ ფისკალურ პარამეტრებს. ყურადღება დაეთმო იმ სტრუქტურულ რეფორმებს, რომელთა განხორციელებასაც საქართველოს მთავრობა გეგმავს საშუალოვადიან პერიოდში.

ქვეყნის გამოწვევებს შორის, ისევე, როგორც მთელი მსოფლიოსთვის, დასახელდა ინფლაცია და გაზრდილი ფასები ენერგორესურსებსა და ნავთობზე. როგორც აღინიშნა, ამ რისკების მიმართ ADB-ის წევრმა ქვეყნებმა უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე და საჭირო ნაბიჯები გადადგან ეკონომიკის ზრდის შეფერხების გარეშე ინფლაციის შესაკავებლად.

დასასრულს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა და აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა გამოთქვეს იმედი, რომ პარტნიორობა, როგორც სტრუქტურული, ისე ეკონომიკური რეფორმების განხორციელების მიმართულებით კვლავ გაგრძელდება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო