უკრაინის გენშტაბი - ჩეჩნეთიდან ჩასულმა ჯარისკაცებმა ლუგანსკის ქალაქ რუბიჟნეში მშვიდობიანი მოსახლეობის სახლებიდან გამოსახლება დაიწყეს

უკრაინის გენშტაბი - ჩეჩნეთიდან ჩასულმა ჯარისკაცებმა ლუგანსკის ქალაქ რუბიჟნეში მშვიდობიანი მოსახლეობის სახლებიდან გამოსახლება დაიწყეს

ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან ახლახან ჩასულმა ჯარისკაცებმა ლუგანსკის ოლქის ქალაქ რუბიჟნეში საკუთარი სახლებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გამოსახლება დაიწყეს.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

როგორც უკრაინული შეიარაღებული ძალები აცხადებს, მათ ადგილას ოფიცრების განთავსება იგეგმება.

სხვა დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.