მამუკა ხაზარაძე - საქართველო დგას გზაგასაყარზე - ვიქნებით იმპერიალისტურ ჭაობში და ვიღაცის უკანა ეზო, თუ თავისუფალი, დამოუკიდებელი და გაერთიანებული ქვეყანა

„რა მოხდა მერე“ - ქვეყანა გავხდით. რა მოხდა, რომ კორუფციაა და ტენდერებს ერთი კომპანია იგებს, რა მოხდა, რომ ვიღაცებს პოლიტიკა მხოლოდ ფულის საკეთებლად სჭირდებათ?! ამ პროცესს და უპასუხისმგებლობას სიცოცხლეები ეწირება , - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ 13 წლის მარიტა მეფარიშვილის ტრაგიკული გარდაცვალების ფაქტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო დგას გზაგასაყარზე - „ვიქნებით იმპერიალისტურ ჭაობში და ვიღაცის უკანა ეზო, სადაც გვიკარნახებენ, როგორ ვიცხოვროთ, თუ ვიქნებით თავისუფალი, დამოუკიდებელი და გაერთიანებული ქვეყანა“.

„ჩვენ ბრძოლა არ გაგვიჩერებია არც ერთი წუთით და გავაგრძელებთ ამ ბრძოლას, რომელიც ეხება საქართველოს. როგორც არასდროს, საქართველო დგას გზაგასაყარზე - ვიქნებით იმპერიალისტურ ჭაობში და ვიღაცის უკანა ეზო, სადაც გვიკარნახებენ როგორ ვიცხოვროთ, თუ ვიქნებით თავისუფალი, დამოუკიდებელი და გაერთიანებული ქვეყანა. ეს გაერთიანება ჩვენი პირადი, როგორც მოქალაქის პოზიციიდან იწყება. გუშინ დავკრძალეთ ანგელოზი ბავშვი, რაც იყო ტრაგედია ყველასთვის, არ მეგულება ადამიანი, რომელმაც შეიძლება ამ ტრაგედიას გულგრილად შეხედოს. ეს არის იმ ჯაჭვის ბოლო წერტილი, რომელსაც თითოეული ჩვენგანი „რა მოხდა მერეს“ სტატუსით უყურებს, „რა მოხდა მერე“ ქვეყანა გავხდით, რა მოხდა, რომ კორუფციაა და ტენდერებს ერთი კომპანია იგებს, რა მოხდა, რომ ვიღაცებს პოლიტიკა მხოლოდ ფულის საკეთებლად სჭირდებათ. ამ პროცესს და უპასუხისმგებლობას სიცოცხლეები ეწირება. ჩვენი ბრძოლა არის მებრძოლი ადამიანების შეკრება, პოლიტიკა უნდა გავხადოთ საქმე, სადაც ამომრჩეველს ექნება ნდობა. რაც არ უნდა მოხდეს ამ ქვეყანაში პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არავინ არ იღებს, აუცილებლად რევოლუცია უნდა მოხდეს? უნდა ვისწავლოთ ცივილური წესით იმ ადამიანების მოყვანა, რომლებიც მართლაც ემსახურებიან ქვეყანას“, - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო