ჩინეთი და ინდოეთი ვალდებულნი არიან გაუგზავნონ „მკაფიო სიგნალი“ რუსეთს.
ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა.
მისი თქმით, ნატოს მოკავშირეები და სხვა ქვეყნები, მათ შორის ჩინეთი და ინდოეთი, ვალდებულნი არიან „გაუგზავნონ ძალიან მკაფიო და გადამწყვეტი გზავნილი რუსეთს, რომ მათ არ უნდა იფიქრონ ამ კონფლიქტში ბირთვული იარაღის გამოყენებაზე”.