ირაკლი ზარქუა - იმდენად უსუსურები იყვნენ „ნაცმოძრაობა“, მათი სატელიტები უკრაინის რადაში და მათ შორის, ევროსაბჭოს წარმომადგენელი ფასიანი ლობისტები ვინც ჰყავთ, რომ 55 ხმით მოხდა მხოლოდ სამარცხვინო რეზოლუციის მხარდაჭერა

იმდენად უსუსურები იყვნენ, როგორც „ნაციონალური მოძრაობა", ისე მათი სატელიტები უკრაინის რადაში და მათ შორის, ევროსაბჭოს წარმომადგენელი ფასიანი ლობისტები, ვინც ჰყავთ, რომ 55 ხმით მოხდა მხოლოდ სამარცხვინო რეზოლუციის მხარდაჭერა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ევროსაბჭოს რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელსაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 100 წევრიდან მხარი 99 - მა დაუჭირა.

მისივე თქმით, ამ რეზოლუციის მხარდაჭერა მიუღებელი და სამარცხვინოა.

"რაც შეეხება ევროსაბჭოს რეზოლუციას, ეს კიდევ ერთი სამარცხვინო მცდელობა იყო ფასიანი ლობისტების მხრიდან... ე.ი. 600 კაციან დარბაზში იმდენად უსუსურები იყვნენ, როგორც "ნაციონალური მოძრაობა", ისე მათი სატელიტები უკრაინის რადაში და მათ შორის, ევროსაბჭოს წარმომადგენლები ვინც ჰყავთ - ფასიანი ლობისტები, რომ 55 ხმით მოხდა მხოლოდ ამ ჩემი აზრით, სამარცხვინო რეზოლუციის მხარდაჭერა. 600- კაციან დარბაზში მხოლოდ 55 ადამიანი გამოიძებნა, მათ შორის, ხატია დეკანოიძე და მისი "შანტრაბა", ვინც იყო ჩასული იქ. რატომ - იმიტომ, რომ იქ ჩაიწერა მეოთხე პუნქტი, რომ სააკაშვილი, რომელსაც მისჯილი აქვს, თურმე პუტინის პატიმარი ყოფილა. ე.ი. გირგვლიანის მკვლელობა და მერე ხელის დაფარება თურმე პუტინის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი იყო, ახლა რაც იხილება, "იმედის" დარბევა, ჟურნალისტების ცემა- ტყეპა, გალახვა, შევიწროება, თურმე პუტინის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი იყო, ათეულობით მილიონის გაფლანგვა, მოპარვა ქართველი ხალხისთვის, პუტინის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი იყო თურმე. ეს არის მათი ხელწერა, ამიტომაც იყო 55 ადამიანი მხარდამჭერი,"- განაცხადა ზარქუამ.

ზარქუა აცხადებს, რომ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერენ, რუსეთი აგრესორი და ოკუპანტია, მაგრამ ვერ გაიზიარებდნენ "იმ სიცრუეს, რაც მეოთხე პუნქტში შეიტანეს." კითხვაზე, რატომ არ გამოიყენა "ქართულმა ოცნებამ" შესაძლებლობა, რომ ამ პუნქტის მხარდაჭერის გარეშე დაეჭირა მხარი რეზოლუციისთვის, რომელსაც რუსეთს ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარებს, ზარქუა აცხადებს, რომ "ამ თემაზე უკვე უპასუხა."

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო