არჩილ თალაკვაძე - სააკაშვილის საკითხმა რეზოლუციაზე ტოქსიკური გავლენა მოახდინა

რეზოლუციის თავდაპირველ ვერსიას, რომელიც უკრაინის მხარდაჭერას ეხებოდა, მხარი დავუჭირეთ პოლიტიკური კომიტეტის სხდომაზე , - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე - სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ევროსაბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელშიც რუსეთის რეჟიმი ტერორისტულ სახელმწიფოდ არის აღიარებული.

მისი თქმით, სააკაშვილის საკითხმა რეზოლუციაზე ტოქსიკური გავლენა მოახდინა და უშუალოდ მასთან დაკავშირებულ ცვლილებას ორჯერ ნაკლები მხარდამჭერი ჰყავდა, ვიდრე მთლიანად რეზოლუციას.

"ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებები, ვინც პირდაპირ არიან რუსეთთან თანამშრომლობაში შემჩნეული, ხელფასებს იღებენ რუსული ორგანიზაციებიდან, საქართველოში რუსული ინტერესების გატარებით არიან დაკავებულები და ამას აკეთებენ დასავლეთის ფარდის უკან, არასერიოზულია. ისინი არც სხდომაში მონაწილეობდნენ და არ იციან რეალურად, როგორ მოხდა ამ რეზოლუციის განხილვა.

რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებებს, ის რაც მოვისმინეთ, არ შეესაბამება რეალობას, ეს არის არასწორი ინფორმაცია. სინამდვილეში, საქართველოს დელეგაციის წევრებმა, "ქართული ოცნების" პოლიტიკურმა გუნდმა პოლიტიკურ კომიტეტზე, სადაც ეს რეზოლუცია იყო ინიციირებული და განხილული, მხარი დავიჭირეთ რეზოლუციის თავდაპირველ ვერსიას, პირადად მე ვესწრებოდი კომიტეტის შეხვედრას, სადაც ჩემი პოზიცია კენჭისყრის დროს დავაფიქსირე, ანუ საქართველომ და საქართველოს სახელისუფლებო გუნდმა უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას ხმა მისცა პოლიტიკური კომიტეტის სხდომაზე. რაც შემდეგ მოხდა, დამაზიანებელი იყო და ეს გააკეთა "ნაციონალურმა მოძრაობამ" და სააკაშვილთან დაკავშირებულმა რამდენიმე დეპუტატმა, მათ დააინიციირეს სააკაშვილთან დაკავშირებულო ცვლილება ამ რეზოლუციაში,რომელსაც 600 დეპუტატიდან მხოლოდ 55 - მა დაუჭირა მხარი, ამ საკითხს ჰქონდა ორჯერ ნაკლები მხარდაჭერა იმ მომენტში, ვიდრე რეზოლუციას, საერთო რაოდენობაზე რომ არაფერი ვთქვათ. აქედან ჩანს, რომ სააკაშვილის საკითხმა რეზოლუციაზე ტოქსიკური გავლენა მოახდინა და დარწმუნებული ვარ, ბევრი მათ შორის, უკრაინელი დეპუტატიც კი უკმაყოფილო იყო, ამ ცვლილების ინიციირებით, ეს გააკეთა "ნაციონალურმა მოძრაობამ" და მასთან დაკავშირებულმა რამდენიმე დეპუტატმა", - განაცხადა თალაკვაძემ.

კითხვაზე, თუკი კომიტეტის სხდომაზე მხარი დაუჭირა რეზოლუციას „ქართულმა ოცნებამ“, რატომ არ გამოიყენა შესაძლებლობა სააკაშვილთან დაკავშირებული პუნქტის გარეშე დაეფიქსირებინა მხარდაჭერა ასამბლეის სხდომაზეც, თალაკვაძე პასუხობს: "გეუბნებით და გთხოვთ ეს გადასცეთ და უთხრათ საზოგადოებას, რომ ჩვენ რეზოლუციის თავდაპირველ ვერსიას, რომელიც უკრაინის მხარდაჭერას ეხებოდა, მხარი დავუჭირეთ პოლიტიკური კომიტეტის სხდომაზე."

მისივე თქმით, ის დღესაც მხარს უჭერს უკრაინას.

" დღესაც ვაფიქსირებ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და უფლებას, ჰქონდეს მშვიდობიანი მომავალი და თავად მიიღოს გადაწყვეტილებები მის მომავალზე, მხარს ვუჭერთ და ეს არაერთხელ დავადასტურეთ ბევრად უფრო მძიმეწონიანი რეზოლუციების მხარდაჭერით,"- განაცხადა თალაკვაძემ.

გიორგი კაჭარავა - უკრაინაში ომის მეორე წლისთავზე საქართველოსთვის ცხადად ჩანს, რომ ევროკავშირის და ნატო-ს წევრობა უალტერნატივოა ეროვნული უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის
ბავშვთა მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულები და მასთან დაკავშირებული პრობლემები - როგორ ამოვიცნოთ მოძალადე და როგორ უნდა დაეხმაროს მშობელი შვილს მომხდარის გადატანაში? - ფსიქოლოგის რეკომენდაციები
ქართული პრესის მიმოხილვა 22.02.2024
გამორჩეული სიახლე - ახალი HONOR X8b სმარტფონის განხილვა
ჰიუნდაი ავტო საქართველოში შერჩეულ მოდელებზე მწარმოებლის ბონუსს მიიღებთ
ტერაბანკის პარტნიორობით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პრე-აქსელერაციის პროგრამა დასრულდა
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოს უნივერსიტეტს ესტუმრა
მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიის, Salesforce-ის ოფიციალური წარმომადგენელი და პარტნიორი კომპანია INSPARK, საქართველოში იწყებს ოპერირებას