რუსეთის ქალაქ იეისკში რუსული მოიერიშე თვითმფრინავი საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა

რუსეთის ქალაქ იეისკში, რომელიც უკრაინის მახლობლად მდებარეობს, რუსული მოიერიშე თვითმფრინავი საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანს, ცეცხლში გახვეული მრავალსართულიანი შენობა.

რუსული მედიის ცნობით, ოფიციალური პირები ცდილობენ, ადგილზე მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია დაადგინონ.

საინფორმაციო სააგენტო „რიას“ ცნობით, ჩამოვარდნილი თვითმფრინავი Sukhoi Su-34 იყო, რომელიც ზებგერითი საშუალო მანძილზე მოქმედების გამანადგურებელი-ბომბდამშენია. „რიას“ ინფორმაციით, ის სამხედრო აეროდრომიდან სასწავლო ფრენის დროს ჩამოვარდა. სააგენტო „ტასის“ ცნობით კი, კატასტროფა ძრავის გამო მოხდა.

კიდევ ერთი რუსული საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ ადგილობრივ საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, რომ საცხოვრებელი კორპუსის ხუთი სართული ცეცხლში იყო გახვეული, ზედა სართულები კი ჩამოინგრა, დაზიანდა დაახლოებით 45 ბინა.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ქალაქ იეისკში მოიერიშე თვითმფრინავის ჩამოვარდნის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც რუსული მედია წერს, სამხედრო გამომძიებლები მომხდარის გარემოებებსა და მიზეზებს ადგენენ.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო