რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთში, იეისკის საცხოვრებელ უბანში, რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნას სულ მცირე 4 ადამიანი ემსხვერპლა

უკრაინის მახლობლად, რუსეთის ქალაქ იეისკის საცხოვრებელ უბანში, რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

კრემლმა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასს“ განუცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ინფორმირებულია მომხდარზე და მან ბრძანება გასცა, რომ „სამხედრო თვითმფრინავის ინციდენტის შედეგად დაზარალებულებს ყველა საჭირო დახმარება გაეწიოთ“.

რუსეთის ქალაქ იეისკში, რომელიც უკრაინის მახლობლად მდებარეობს, რუსული მოიერიშე თვითმფრინავი საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა.

საინფორმაციო სააგენტო „რიას“ ცნობით, ჩამოვარდნილი თვითმფრინავი Sukhoi Su-34 იყო, რომელიც ზებგერითი საშუალო მანძილზე მოქმედების გამანადგურებელი-ბომბდამშენია. „რიას“ ინფორმაციით, ის სამხედრო აეროდრომიდან სასწავლო ფრენის დროს ჩამოვარდა. სააგენტო „ტასის“ ცნობით კი, კატასტროფა ძრავის გამო მოხდა.

კიდევ ერთი რუსული საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ ადგილობრივ საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, რომ საცხოვრებელი კორპუსის ხუთი სართული ცეცხლში იყო გახვეული, ზედა სართულები კი ჩამოინგრა, დაზიანდა დაახლოებით 45 ბინა.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ქალაქ იეისკში მოიერიშე თვითმფრინავის ჩამოვარდნის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც რუსული მედია წერს, სამხედრო გამომძიებლები მომხდარის გარემოებებსა და მიზეზებს ადგენენ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო