პარლამენტში დღეს გენერალური პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს განიხილავენ

პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვას იწყებს, რომელიც პარლამენტის მიერ გენერალური პროკურორის კვალიფიციური უმრავლესობით არჩევას ითვალისწინებს.

კონსტიტუციურ კანონში დაგეგმილი ცვლილები დღეს პლენარულ სხდომაზე გავა.

პროექტი უმრავლესობის დეპუტატების მიერ არის ინიცირებული და ზედმიწევნით იმეორებს გენერალური პროკურორის არჩევის ახალი წესის თაობაზე 2021 წლის 29 ივნისს ინიცირებული კონსტიტუციური კანონის პროექტის ტექსტს.

პროექტის თანახმად, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი გენერალურ პროკურორს სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით აირჩევს. იმ შემთხვევაში კი, თუ პარლამენტი სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით გენერალურ პროკურორს ორჯერ ვერ აირჩევს, პარლამენტი გენერალურ პროკურორს სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს. სრული შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადაა ერთი წელი.

როგორც მმართველ გუნდში განმარტავენ, აღნიშნული ინიციატივის წარმოდგენა საქართველოს მიერ ევროკავშირის მიმართ ნაკისრი ვალდებულებისა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მინიჭების ერთ-ერთი პირობის შესრულებას ემსახურება.

კონსტიტუციურ კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით ხვალვე ეყრება კენჭი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო