აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - ირანის მიერ რუსეთისთვის უპილოტო თვითმფრინავების მიწოდება გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას არღვევს

ამერიკის შეერთებული შტატები ეთანხმება გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის შეფასებებს, რომ ირანის მიერ რუსეთისთვის უპილოტო თვითმფრინავების მიწოდება გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას არღვევს, - ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ვედანტ პატელმა განაცხადა.

„ჩვენმა ფრანგმა და ბრიტანელმა მოკავშირეებმა საჯაროდ წარადგინეს შეფასება, რომ ირანის მიერ ამ უპილოტო საფრენი აპარატების (რუსეთისთვის) მიწოდება გაერო-ს უშიშროების საბჭოს #2231 რეზოლუციის დარღვევაა. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვეთანხმებით“, - განაცხადა პატელმა.

მისი თქმით, ირანიდან რუსეთში გაგზავნილი დრონები იმ იარაღს შორისაა, რომელზედაც ემბარგო ვრცელდება.

„მიგვაჩნია, რომ ეს უპილოტო საფრენი აპარატები, რომლებიც ირანიდან რუსეთში გადადის და რუსეთი უკრაინაში იყენებს, იმ იარაღს შორისაა, რომელზეც #2231 რეზოლუციის თანახმად, ემბარგო ვრცელდება“, - აღნიშნა პატელმა.

შეგახსენებთ, ირანი უარყოფს ინფორმაციას, რომ რუსეთს უპილოტო საფრენ აპარატებს აწვდის. ამასთან, უკრაინა აცხადებს, რომ რუსული ძალები ქვეყნის ტერიტორიას ირანული ე.წ. „კამიკაძე-დრონებით“ ესხმიან თავს, რომლის მნიშვნელოვან ნაწილს უკრაინის საჰაერო ძალები ანადგურებენ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო