ამერიკელმა პარტნიორებმა ვეტერანთა ჰოსპიტალს კომპიუტერული ტომოგრაფი გადასცეს

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ატაშესთან, პოლკოვნიკ ჯოზეფ ბილბოსთან ერთად, ვ. სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა ჰოსპიტალს სტუმრობდა. ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ჯოზეფ ბილბომ, აშშ-ს, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის (ODC) ორმხრივი ურთიერთობების ოფიცერთან, მაიორ დანიელ სეკულასთან ერთად, ჰოსპიტლის პერსონალს და ქართველ ვეტერანებს ვეტერანის დღე მიულოცა, ჰოსპიტალი დაათვალიერა და აშშ-სს ევროპული სარდლობის ჰუმანიტარული დახმარების ფარგლებში კომპიუტერული ტომოგრაფი გადასცა.

„აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურმა (ODC), ჰუმანიტარული დახმარების ფარგლებში, ვეტერანთა ჰოსპიტალს, პირველ ეტაპზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, უახლესი მოდელის სამედიცინო აღჭურვილობა ექოსკოპიის აპარატი, ენდოსკოპიური და გულზე დატვირთვის სისტემები 2021 წელს გადასცა. აღსანიშნავია, რომ ამერიკელი პარტნიორების მიერ ვეტერანთა ჰოსპიტლის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი აპარატურით აღჭურვაში თანადგომა, მთლიანობაში, მილიონ ლარს აღწევს;

დღეს, ვეტერანთა ჰოსპიტალს, ვეტერანის დღე მიულოცა „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმაც" და საჩუქრად გადასცა კომპიუტერული ტომოგრაფის აპარატის კონტრასტის შესაყვანი ინჟექტორი.

კობა კობალაძემ და ვ.სანიკიძის სახელობის ვეტერანთა ჰოსპიტლის დირექტორმა, ამურ რევიშვილმა, სტუმრებს, თანადგომისთვის მადლობა გადაუხადეს.

შეხვედრას,ასევე, ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, მოადგილე ჯანდრი უბირია, დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე და ‘’დაჭრილ დმებრძოლთა თანადგომის ფონდის’’ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ლიკა მეტრეველი”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა