ირაკლი კობახიძე - საარჩევნო სისტემაში ცვლილებები 12 პუნქტის ნაწილი არ არის - წელს ეს კანონპროექტი არ განიხილება, თუ დავინახავთ ოპოზიციის მზაობას, პოლარიზაცია შეამცირონ, სავარაუდოდ, მივუბრუნდებით მომავალ წელს, ან 2024 წელს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საარჩევნო სისტემაში ცვლილებები 12 პუნქტის შემადგენელი ნაწილი არ არის.

კობახიძის თქმითვე, თუკი, ისინი ოპოზიციის მხრიდან პოლარიზაციის ხარისხის შემცირებას დაინახავენ, საარჩევნო სისტემის ცვლილებებს სავარაუდოდ, მომავალ წელს მიუბრუნდებიან.

„ამ შემთხვევაში ჩვენ ვალდებულება არ გვაქვს, ეს არ არის 12 პუნქტის შემადგენელი ნაწილი, გაუქმებულია, ანულირებულია გასულ საუკუნეში. ეს არ არის 12 პუნქტის შემადგენელი ნაწილი, აქედან გამომდინარე, არავითარი ვალდებულება არ არსებობს. ჩვენ ვთქვით, რომ წელს ეს კანონპროექტი არ განიხილება, თუ დავინახავთ ოპოზიციის მხრიდან მზაობას, რომ პოლარიზაციის ხარისხი შეამცირონ, ჩვენ სავარაუდოდ, მივუბრუნდებით მომავალ წელს, ან 2024 წელს ამ საკითხის განხილვას, მანამდე ეს საკითხი არ განიხილება“, - განაცხადა კობახიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე