პაატა მანჯგალაძე უმრავლესობას - დიახ, მართალია ტრაგედიით არ უნდა ვისარგებლო, მაგრამ თუ დღეს გავჩერდები და არ ვისაუბრებ, თქვენი განუკითხაობის პირობებში უარესი დანაშაულები და ტრაგედიები მოხდება

დიახ, მართალია ტრაგედიით არ უნდა ვისარგებლო, მაგრამ მე თუ გავჩერდები დღეს ამ დარბაზში და ამაზე არ ვისაუბრებ თქვენი განუკითხაობის პირობებში უარესი დანაშაულები და ტრაგედიები მოხდება, - ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ ხელისუფლებას პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი შეფასებით, ყველაფერზე პასუხისმგებელი არის ხელისუფლება, თუმცა მათ პასუხისმგებლობის აღება გაუჭირდებათ.

"ნამდვილად რთულია დღეს გამოსვლა საქართველოს პარლამენტში. მე არ ვაპირებ იმაზე საუბარს, რომ რა კარგია ოპოზიცია და რა ცუდია ხელისუფლება, რადგან ზუსტად ვიცი, რომ არ შეიძლება ჩვენი პოლიტიკის მამოძრავებელი ინსტინქტი იყოს ძალის ჩვენება, ერთმანეთის განადგურების სურვილი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობას გავექცევით თითოეული ჩვენგანი და განსაკუთრებით ხელისუფლება არის ყველაფერზე პასუხისმგებელი. მაგალითად, რატომ არის ქვეყანაში სიღარიბე?! რატომ არის უმუშევრობა?! რატომ ამბობს ყველა მესამე ადამიანი ქვეყანაში, რომ ყოველდღიურად ლუკმა-პურის მოპოვების პრობლემა აქვს?! რატომ არ არის ღირსეული სამუშაო ადგილი?! - ამის გამომწვევი მიზეზი არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკა, ცხოველური ინსტინქტი მომხვეჭელობის, უპასუხისმგებლობის, ამან მიგვიყვანა ჩვენ აქამდე. დიახ, ტრაგედია მოხდა, პატარა გოგოს ტრაგედია და დღემდე არ ვიცით პასუხისმგებელი ვინ არის. მიმდინარეობს გამოძიება - არის პასუხი იმაზე, რომ პასუხისმგებელი არავინ არ არის ამ ფაქტზე. ასევე, სხვა პრობლემებიც არსებობს ქვეყანაში, მაგალითად იყო მინისტრი მოსული და ნახეთ, რომ გელათში მეორე დღეს ჩამოიშალა ფრესკა. ამაზეც არავინ არ არის პასუხისმგებელი, გამოძიება დაადგენს ალბათ ოდესმე. არ გვაქვს კანდიდატის სტატუსი და დღეს „ქართული ოცნება“ გადმოსულია შეტევაზე და ისევ ოპოზიციას აბრალებს თითქოს კანდიდატის სტატუსი იმიტომ არ აქვს ქვეყანას, რომ ოპოზიციის ბრალი ყოფილა. მე ვიცი, რომ თქვენ გაგიჭირდებათ პასუხისმგებლობის აღება. „მაიმუნი და ყუმბარა“ ასეთი ძველი თხზულებაა - თუ მაიმუნს მისცემ ყუმბარას ის აუცილებლად ააფეთქებს ამ ყუმბარას, მაგრამ არც მაიმუნი და არც ყუმბარა ამაზე პასუხს არ აგებს - დიახ, მეც ვარ პასუხისმგებელი თქვენისთანა ძალა რომ არის დღემდე ხელისუფლებაში და ძალაუფლება, როგორც ყუმბარა არ გამოგტაცეთ ხელიდან. დიახ, ჩვენც ვართ პასუხისმგებელი ამ მიმდინარე პროცესებზე. რას ვეუბნებით პატარა გოგოს, რომ შენი ბრალია ბურთზე რომ ჩახვედი, თურმე იმის ბრალია გარდაცვალება.

გეთანხმებით, რომ უცხოეთშიც ხდება ასეთი ფაქტები, კორუფციაც არის უცხოეთში, მაგაშიც გეთანხმებით, მაგრამ თქვენგან განსხვავებით იქ პასუხისმგებლობაა. დიახ, მართალია ტრაგედიით არ უნდა ვისარგებლო, მაგრამ მე თუ გავჩერდები დღეს ამ დარბაზში და ამაზე არ ვისაუბრებ, თქვენი განუკითხაობის პირობებში უარესი დანაშაულები და ტრაგედიები მოხდება. დიახ, გაჩუმება ამ დროს არის დანაშაული და თქვენ რომ ხელისუფლებაში ხართ, დიახ, არის ჩემი პასუხისმგებლობა. 100%-ით დარწმუნებული ვარ ამაში. დამისახელეთ ერთი შემთხვევა ვინმემ რამეზე პასუხი რომ აგო თქვენი მთავრობის პირობებში“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო