შალვა შავგულიძე - ევროსაბჭოს რეზოლუციაში სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებული შესწორება „ქართულმა ოცნებამ“ საბაბად გამოიყენა, რათა პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო დოკუმენტისათვის მხარი არ დაეჭირათ

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებული მე-4 შესწორება „ქართულმა ოცნებამ“ საბაბად გამოიყენა, რათა პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო დოკუმენტისათვის მხარი არ დაეჭირათ - „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას უნდა ჩამოშორდეს, ვინაიდან საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს ზიანს აყენებს! - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა შალვა შავგულიძემ გააკეთა.

შავგულიძის თქმით, „ქართული ოცნების“ დეპუტაციის არგუმენტი, რითაც კენჭისყრაზე არდასწრების და რეზოლუციისთვის ხმის არმიცემის გამართლებას ცდილობენ, „მათ ანტისახელმწიფოებრივ მოქმედებას აბსოლუტურად არ ამართლებს“.

შავგულიძემ ამ კონტექსტში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში წარმოდგენილ „ქართული ოცნების“ წევრებს შეეძლოთ რეზოლუციის ძირითადი ტექსტისა და მისი სხვა შესწორებებისათვის მხარდაჭერა გამოეხატათ და მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ მე-4 შესწორებისთვის მხარი არ დაეჭირათ, როგორც პარტია „მოქალაქეების“ წევრი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი მოიქცა.

„2022 წლის 13 ოქტომბერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია სახელწოდებით - „რუსეთის ფედერაციის აგრესიის შემდგომი ესკალაცია უკრაინის წინააღმდეგ’’, რომელიც რამდენიმე უმნიშვნელოვანეს პოზიციას შეიცავს. კერძოდ, რეზოლუციაში რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება აღიარებულია “ტერორისტულ რეჟიმად“; დასმულია საკითხი საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის შესახებ, რომელმაც აღნიშნული “რეჟიმი“ უნდა გაასამართლოს უკრაინის ტერიტორიაზე მის მიერ ჩადენილი ომის, ადამიანურობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაულებისათვის; დასმულია საკითხი გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთის წევრობის მიზანშეუწონლობის შესახებ; რეზოლუცია მოუწოდებს ეუთოს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დანაშაულებრივი ომის შეფასებასთან ერთად, შეფასება მიეცეს რუსეთის აგრესიას საქართველოსა და მოლდოვას წინააღმდეგ, ხოლო რუსეთისაგან მოითხოვს მისი სამხედრო ძალების გაყვანას საქართველოსა და მოლდოვას ტერიტორიებიდან.

ამგვარად, რეზოლუცია წარმოადგენს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ არა მხოლოდ უკრაინის მხარდამჭერ მნიშვნელოვან საერთაშორისო დოკუმენტს, არამედ მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაცვის კუთხითაც, რადგან საქართველოს ტერიტორიების 20%-ზე მეტი ოკუპირებულია სწორედ რუსეთის ფედერაციის მიერ და იგივე სისხლის სამართლის საერთაშორისო დანაშაულები, რომელთაც რუსეთი დღეს სჩადის უკრაინაში, მას ჩადენილი აქვს საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ გასული საუკუნის 90-იან წლებსა და 2008 წელში“, - განაცხადა შალვა შავგულიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო