ჩეხეთის იუსტიციის მინისტრი პაველ ბლაჟეკი - ქართული პენიტენციური სისტემა აკმაყოფილებს ევროკავშირის სტანდარტებს

ქართული პენიტენციური სისტემა აკმაყოფილებს ევროკავშირის სტანდარტებს, - ამის შესახებ ჩეხეთის იუსტიციის მინისტრმა, პაველ ბლაჟეკმა საქართველოს იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

უწყების ცნობით, მხარეებმა საქართველო-ჩეხეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი.

„დღეს ჩვენ გავაგრძელეთ მსჯელობა იმაზე, თუ როგორ აკმაყოფილებს საქართველო კოპენჰაგენის კრიტერიუმებს, რომლის შესრულების შემდეგაც ქვეყანა მიიღებს ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსს. შეიძლება ითქვას, რომ საქართველო ყველანაირად ცდილობს, შეასრულოს ეს პირობები. შესაბამისად, მე ამ წინგადადგმული ნაბიჯების შესახებ ინფორმაციას გადავცემ ევროკომისარს. მე, ასევე, მქონდა შესაძლებლობა, მომენახულებინა რუსთავის პენიტენციური დაწესებულება, სადაც დავრწმუნდი, რომ ქართული პენიტენციური სისტემა აკმაყოფილებს ევროკავშირის სტანდარტებს", – განაცხადა პაველ ბლაჟეკმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო