ანდრეი ერმაკი - სამწუხაროდ, ვერ ვხედავთ, რომ “წითელი ჯვარი” ჩვენი ტყვეების დასაცავად მუშაობს

სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ “წითელი ჯვარი” ჩვენი ტყვეების დასაცავად მუშაობს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა უკრაინული დელაგაციის ზაპოროჟიეს ოლქში საკონტაქტო ხაზთან ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომელსაც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლები არ შეუერთდნენ.

ერმაკის თქმით, რუსეთის მიერ სამხედრო დანაშაულების, ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისა და გენოციდური ბოროტქმედებების “გასაოცარი მასშტაბი” ორგანიზაციებისგან, რომლებიც საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებსა და მოთხოვნებზე მუშაობენ, მოითხოვს, როგორც მინიმუმ, მკაფიო პოზიციის დაფიქსირებას.

“უკრაინა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისგან ელის და მოითხოვს სათანადო გადაწყვეტილებას ელენოვკაში მყოფ უკრაინელ ტყვეებთან წვდომის მოპოვების საკითხში. ვინაიდან სწორედ ასეთი ამოცანებისთვის შეიქმნა ორგანიზაცია”, - დასძინა ერმაკმა.

ამავდროულად, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ “წითელი ჯვრის” მისიის ელენოვკაში უკრაინელ ტყვეებთან დაშვების საკითხში მთავარ დაბრკოლებას რუსეთის დესტრუქციული და ცინიკური პოზიცია წარმოადგენს.

“ამავდროულად, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ “წითელი ჯვარი” ჩვენი ტყვეების დასაცავად მუშაობდეს. უკრაინული საზოგადოება ვერ ხედავს ამას. დამცველების ნათესავები ვერ ხედავენ”, - აღნიშნა ერმაკმა.

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“