იენს სტოლტენბერგი - უახლოეს დღეებში ნატო უკრაინას დრონების საწინააღმდეგო სისტემებს გადასცემს

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უახლოეს დღეებში უკრაინისთვის დრონების საწინააღმდეგო საშუალებების გადაცემა დააანონსა. ამის შესახებ მან ბერლინის საგარეო პოლიტიკურ ფორუმზე განაცხადა.

“ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ - შევასრულოთ ის, რასაც ალიანსის წევრები დაჰპირდნენ, გავააქტიუროთ და მივაწოდოთ საჰაერო თავდაცვის კიდევ უფრო მეტი სისტემა. უახლოეს დღეებში ნატო გადასცემს [უკრაინას] დრონების საწინააღმდეგო სისტემებს დრონებისგან კონკრეტული საფრთხის საწინააღმდეგოდ, მათ შორის ირანის მხრიდან”, - თქვა სტოლტენბერგმა.

რუსეთის ძალების ირანის მხრიდან დახმარების თაობაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ “არცერთმა სახელმწიფომ მხარი არ უნდა დაუჭიროს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო ომს”.

სტოლტენბერგმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიევისთვის გადაცემულმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა “ბრძოლის ველზე ვითარება შეცვალეს”.

“სწორედ ამიტომ ვერ შეძლო რუსეთმა უკრაინის საჰაერო სივრცეზე კონტროლი დაემყარებინა. ეს რუსეთის ძალების მნიშვნელოვანი ნაკლი იყო მთელი ოპერაციის განმავლობაში: ისინი ელოდნენ, რომ საჰაერო სივრცეზე კონტროლს აიღებდნენ, მაგრამ ეს ასე არ მოხდა”, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ავთანდილ წულაძე - მიუნხენის კონფერენციის ფონზე საქართველო და სომხეთი ძალიან რთულ ვითარებაში არიან, რადგან ვაშინგტონის ინტერესი ჩვენი რეგიონის მიმართ ჯერ არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.02.2025
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
ჰეპატოლოგი - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება გაქვთ
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა
არქიმ პირველი ბრენდული სასტუმრო ibis Tbilisi City გახსნა
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელმა წევრებმა 2025 წლის გეგმები და პრიორიტეტული პროექტები განიხილეს