იენს სტოლტენბერგი - უნდა გავაძლიეროთ პოლიტიკური პარტნიორობა და თანამშრომლობა რუსეთის შეჭრის მიმართ დაუცველ ქვეყნებთან, საქართველო ერთ-ერთი მათგანია

ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი პოლიტიკური პარტნიორობა, თანამშრომლობა და დიალოგი იმ ქვეყნებთან, რომლებიც რუსეთის შეჭრის მიმართ დაუცველები არიან, საქართველო ერთ-ერთი მათგანია- რუსეთი უკვე აკონტროლებს საქართველოს ტერიტორიების ნაწილს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბერლინში საგარეო პოლიტიკის ფორუმზე განაცხადა.

ალიანსის გენერალურმა მდივანმა საქართველოს მიერ რეფორმების აუცილებლობაზე ისაუბრა.

"ეს ასევე ეხება შესაძლებლობების განვითარებას, წვრთნებს და სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერას. ნატო-ს მოკავშირეები საქართველოს მხარდაჭერას უწევენ და მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოსთან, როგორც მჭიდრო პარტნიორთან. მოკავშირეები შეთანხმდნენ, გააკეთონ მეტი, განსაკუთრებით, უკრაინაზე სასტიკი თავდასხმის ფონზე, ეს ხაზს უსვამს ისეთ ქვეყნებთან აქტიური მუშაობის მნიშვნელობას, როგორიც საქართველოა.

ასევე, ვფიქრობ, ეს ეხება საქართველოს მიერ აუცილებელი რეფორმების განხორციელებას და იმ ზოგიერთი შეშფოთების მოგვარებას, რომელიც გამოვხატეთ, მაგალითად, კორუფციასა და უსაფრთხოების ინსტიტუტის დემოკრატიულ კონტროლთან დაკავშირებით. რაც უფრო მეტად გადაჭრის ამ პრობლემებს საქართველო, უფრო მარტივი იქნება აუცილებელი მხარდაჭერის მობილიზება ნატო-ს მოკავშირეებისგან“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო