საბა ბუაძე - კახა კალაძე საკრებულოს სხდომაზე დავიბარეთ, კანონი დაარღვია და არ მოვიდა, ახლა მთავრობის სხდომაზე გვინდა დავსვათ კითხვები, რადგან ვაკის პარკში მომხდარმა ტრაგედიამ დაუცველობის განცდა გაზარდა

პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, საბა ბუაძის განცხადებით, საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები თბილისის მთავრობის სხდომაზე დასწრებას იმის გამო ითხოვენ, რომ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით კითხვები დასვან.

მისივე თქმით, ვაკის პარკში მომხდარმა ტრაგედიამ დაუცველობის განცდა კიდევ უფრო გაზარდა.

„უმძიმესი ტრაგედია მოხდა და საზოგადოებაში ბევრი კითხვა და დაუცველობის განცდაა. შესაბამისად, იმისათვის, რომ საზოგადოების კითხვები თბილისის მერის წინაშე დაისვას, ჩვენ ის ჯერ საკრებულოს სხდომაზე დავიბარეთ. მან კანონი დაარღვია და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა საკრებულოს სხდომაზე დასწრებაზე უარი განაცხადეს. შესაბამისად, ჩვენ დღეს აქ იმისთვის მოვედით, რომ თბილისის მთავრობის სხდომაზე ის კითხვები დავსვათ, რომელიც ამ ტრაგედიას, ამ ტრაგედიის გამომწვევ კორუფციას, უკიდურეს უპასუხისმგებლობას და უვიცობას უკავშირდება. ბევრი ტექნიკური ხასიათის შეკითხვები გვაქვს, რომელიც აბსოლუტურად მშვიდ რეჟიმში გვინდა რომ დავსვათ,“ - განაცხადა საბა ბუაძემ.

საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები თბილისის მთავრობის სხდომაზე დასწრების ნებართვას, მერიასთან ამ დრომდე ელოდებიან.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო