ადვოკატი წყალტუბოში, მამამთილის მიერ რძლის დაჭრის დეტალებს ჰყვება

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საყულიაში რძლის დაჭრაში ბრალდებული მამაკაცის წინააღმდეგ გამოძიება რძლის მიმართ ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ზაფხულშიც მიმდინარეობდა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „იურისტთა ასოციაციის“ იურისტმა ლევან ჭელიძემ განუცხადა. სწორედ ის იცავს დაზარალებული ქალის უფლებებს, რომელიც მიყენებული დაზიანებების გამო ამ დრომდე კლინიკაში იმყოფება.

როგორც იურისტი განმარტავს, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, დაზარალებული დროებით მამამთილის სახლში ცხოვრობდა, თუმცა მისი მხრიდან განხორციელებული ძალადობის გამო, ის მშობლების სახლში დაბრუნდა. შემთხვევის დღეს კი, აღნიშნული პირი რძალს კვლავ სახლში დაბრუნებას სთხოვდა.

„30 წლის ქალი მისი გარდაცვლილი მეუღლის საფლავზე იყო. გუშინწინ, მისი გარდაცვალებიდან 6 თვე შესრულდა და არ მივიდა, რადგან მამამთილთან კონფლიქტი ჰქონდა და სიტუაციას მოერიდა. გუშინ, ახლო ნათესავებთან ერთად მეუღლის საფლავზე ავიდა, სადაც მოგვიანებით, მისი გარდაცვლილი მეუღლის მამა მივიდა. მამამთილი დაზარალებულს ეუბნებოდა, რომ სალაპარაკო ჰქონდა და გაჰყოლოდა. ვინაიდან, ქალი აღნიშნულ პირთან ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი ადრეც ყოფილა (გამოძიება 2022 წლის აგვისტოში დაიწყო), მამამთილს არ გაჰყვა, რა დროსაც, მამაკაცმა ჯიბიდან დანა ამოიღო და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს რამდენჯერმე მოუქნია. დაზარალებულს 3 ჭრილობა აქვს - ერთი ზურგის არეში, მეორე გულ-მკერდის არეში და ასევე, თავზე - შუბლზე აქვს დაზიანება. ეს ყველაფერი 4 არასრულწლოვანი ბავშვის თანდასწრებით მოხდა.

ძალადობის გამო ახალგაზრდა ქალი სახლიდან წამოსული იყო და მშობლებთან ცხოვრობდა, მამაკაცი კი აიძულებდა, მოდი და ჩვენთან იცხოვრეო. მამამთილი რომ გირტყამს, იქ რა გაგაჩერებს? ის სისტემატურად ძალადობდა რძალზე. მეუღლის გარდაცვალებამდეც იყო ძალადობა, რის გამოც, ცოლ-ქმარი სახლიდან წამოვიდა და ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ რძალი სახლში ცოტა ხნით დაბრუნდა, თუმცა ძალადობის გამო, საბოლოოდ ისევ მშობლებთან გადავიდა.

ჩვენი ინფორმაციით, დაკავებული ჩადენილ საქციელს ნანობს. ბრალი ჯერ წაყენებული არ აქვს, სასამართლოც 72 საათის განმავლობაში იმსჯელებს“, - განაცხადა ჭელიძემ.

ცნობისთვის, მომხდარ ფაქტზე პოლიციამ დანაშაულში ბრალდებული პირი ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლით მიმდინარეობს.

არეგ კოჩინიანი - „ზანგეზურის კორიდორის“ საკითხში მოსკოვის პოზიცია აღმოჩნდა საკვანძო, რის გამოც არა მარტო გართულდა სომხეთ-რუსეთის ურთიერთობები, არამედ სომხეთმა თავის საგარეო პოლიტიკაში სერიოზული კორექტივები შეიტანა
ქართული პრესის მიმოხილვა 11.04.2024
მირიან მირიანაშვილი - ივანიშვილი რუსეთის დაშოშმინებას ცდილობს, კანონის მიღება ხელს არ შეუშლის საქართველოს ევროპისკენ სვლას, რადგან დასავლეთის ინტერესშია საქართველოს ევროკავშირის წევრობა
ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც საქართველო მსოფლიოს უზიარებს - რას საქმიანობს გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტი დღეს?
გაიცანით კომპანია, რომელიც პროექტის „კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის“ ბენეფიციარებისთვის დასაქმების შესაძლებლობებს ქმნის
ციფრული მარკეტინგი - მომავლის პროფესია
ალტე უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული გლობალური ჰაკათონი - „Teens in AI 2024“ დასრულდა
მსოფლიო ბესტსელერი ფრანგული ბრენდები ფარმსახლის სააფთიაქო ქსელშია
„SOCAR Team“ ტურნირი „პეტრას განძის“ გამარჯვებული გახდა
იგრძენი გაზაფხული – იცხოვრეთ ალერგიის გარეშე