ირაკლი კობახიძე - თუ რადიკალური ოპოზიციის გათვლაა, რომ პარლამენტი სახალხო დამცველის არჩევას ვერ მოახერხებს, მაგრამ ისინი ასეთი „ტრიუკებით“ გიორგი ბურჯანაძეს დე ფაქტო ომბუდსმენად დატოვებენ, ეს მძიმე მოვლენა იქნება

თუ რადიკალური ოპოზიციის გათვლა არის ის, რომ პარლამენტი სახალხო დამცველის არჩევას ვერ მოახერხებს, მაგრამ ისინი ასეთი „ტრიუკებით“ გიორგი ბურჯანაძეს დე ფაქტო სახალხო დამცველად დატოვებენ, ეს მძიმე მოვლენა იქნება და საზოგადოებამ ეს უნდა შეაფასოს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სახალხო დამცველის არჩევის საკითხი რეალურად, ოპოზიციის ხელშია, ვინაიდან „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში 90 ხმა არ აქვს.

„ლომჯარია პოლიტიკურ პროცესებში ისე იყო ჩართული რომ არ გამოვრიცხავ, თუნდაც ასეთი პოლიტიკურ ნაბიჯი გადადგას, რომ საკუთარი პირველი მოადგილე ჩაანაცვლოს, იმისათვის რომ მოვალეობის შემსრულებლად კიდევ ერთი პოლიტიკოსი - გიორგი ბურჯანაძე დატოვოს. რა თქმა უნდა, ეს აბსოლუტურად მიუღებელი იქნება და საზოგადოება შეაფასებს ამ ნაბიჯსაც.

ჩვენ ვერავის ვერ ავირჩევთ თუ ოპოზიციის მხარდაჭერა არ იქნება, იმიტომ რომ სახალხო დამცველის არჩევას 90 ხმა სჭირდება,“ - აღნიშნა კობახიძემ.

რაც შეეხება პოლიტიკური ჯგუფ “მოქალაქეების” გადაწყვეტილებას, რომ სახალხო დამცველის პოსტზე ასარჩევად პარლამენტს 19-ვე კანდიდატურა წარუდგინოს, როგორც კობახიძე აღნიშნავს, ამის მიხედვით, პარლამენტს 19-ვე კანდიდატთან გასაუბრების ჩატარება მოუწევს, რაც პარლამენტისთვის „მეტ ტვირთს ნიშნავს“.

„ნაცვლად, დავუშვათ, 7-8-9 კანდიდატისა, ჩვენ 19 კანდიდატს მოვუსმენთ. ტექნიკურად ეს პარლამენტისთვის მეტ ტვირთს ნიშნავს, მაგრამ შეიძლება გამჭვირვალობისთვის ცუდი არ იყოს. ვნახოთ,“ - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ კონკრეტულ კანდიდატებთან მიმართებით განწყობები აქვს, თუმცა მმართველი გუნდის წარმომადგენლები „მოვლენებს არ უსწრებენ“.

„მე წინ არ გავუსწრებ მოვლენებს. ჩვენ გვაქვს ჩვენი განწყობები კონკრეტულ კანდიდატებთან მიმართებით, მაგრამ არ გავუსწრებ წინ მოვლენებს. გავყვეთ პროცედურას. პროცედურა ითვალისწინებს გასაუბრებას ყველა კანდიდატთან და ამ გასაუბრების შემდეგ ჩვენ საბოლოოდ გავაცნობთ საზოგადოებას ჩვენს პოზიციას. მანამდე მოვერიდებით პოზიციის დაფიქსირებას,“ - განაცხადა კობახიძემ.

მირიან მირიანაშვილი - ახლა ჩვენს თვალწინ იხსნება კვანძი - საუბარი ევროპასთან ინტეგრაციაზეც არ არის, ეს პროცესის თანმდევი ნაწილია, საუბარია იმაზე, საქართველო იურიდიულად გაფორმდება თუ არა რუსეთის სატელიტად
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
ხათუნა ბურკაძე - გულანთებული მოქალაქეები საქართველოს ევროპული მომავლისათვის იბრძვიან, ხელისუფლებამ ხალხის ხმა უნდა გაიგოს
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით