პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ინვესტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა

იმედი გვაქვს, რომ წლევანდელ წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით დავასრულებთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. სწორედ ამან მოგვცა მომავალი წლის ბიუჯეტის გაზრდის შესაძლებლობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანას ასევე ჰქონდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა და 2022 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2-ჯერ და უფრო მეტად გაიზარდა წინა წლის მაჩვენებლებთან შედარებით და შეადგინა 922 მილიონი დოლარი, რაც ასევე ოპტიმიზმის მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს.

საბჭოს ხდომაზე განსახილველი საკითხების გარდა, დღევანდელ სხდომაზე, პრემიერმა საბჭოს წევრებს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარების შესახებ. ასევე პრემიერ-მინისტრმა საბჭოს წევრებს წარუდგინა მთავრობის ხედვა მომავალ წელს დაგეგმილ ახალ პროექტებზე, ინიციატივებსა და პრიორიტეტებზე.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომას ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელი გიორგი ჩერქეზიშვილი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის რეგიონული დირექტორი კატარინა ბიორლინ ჰანსენი, დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი, ამერიკის სავაჭრო პალატის პირველი ვიცე- პრეზიდენტი საქართველოში ირაკლი ბაიდაშვილი, საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალური მდივანი ზვიად ჭუმბურიძე, გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების საბჭოს თავმჯდომარე საშა ტერნესი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის წარმომადგენელი საქართველოში თეა გიგიბერია, ბიზნესომბუდსმენი ოთარ დანელია, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე, ამერიკის სავაჭრო პალატის აღმასრულებელი დირექტორი საქართველოში ჯორჯ უელტონი, გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების აღმასრულებელი დირექტორი თომას კიმესვენგერი, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კაჭარავა, საერთაშორისო სავაჭრო პალატის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე მაგდა ბოლოთაშვილი, საქართველო-თურქეთის ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი მდივანი ლევან ბოლქვაძე, ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს იურიდიული ექსპერტი გიორგი ჯუღელი, ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ბიზნესანალიტიკოსი გიორგი ედილაშვილი ესწრებოდნენ.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია