ირაკლი კობახიძე - თუ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს შევწყვეტთ, ეს სერიოზულად დააზიანებს საქართველოს ათი ათასობით მოქალაქის ინტერესებს

თუ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს შევწყვეტთ, ეს სერიოზულად დააზიანებს საქართველოს ათი ათასობით მოქალაქის ინტერესებს, გამოიწვევს ეკონომიკის შეფერხებას, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას „საქსტატის“ მონაცემებთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც სავაჭრო ბრუნვა გაზრდილია 50 პროცენტით რუსეთთან მას შემდეგ, რაც უკრაინასთან ომი დაიწყო.

კობახიძის თქმით, ევროპულ ქვეყნებს რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა ბევრად მეტად აქვს გაზრდილი.

„შეგიძლიათ გადახედოთ ევროპული ქვეყნების სტატისტიკას, სადაც ბევრად უფრო მეტად არის გაზრდილი სავაჭრო ბრუნვა ომის დაწყების შემდეგ. აქ საუბარია ბალტიისპირეთის, აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებზე. ანუ ჩვენთან შედარებით ბევრად უფრო მეტად არის გაზრდილი სავაჭრო ბრუნვა რუსეთის ფედერაციასთან. ეს არის სტატისტიკა. სავაჭრო ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან ჩვენ გვქონდა ყოველთვის, მათ შორის, 2008, 2009, 2010, 2011, 2012 წელს, ეს სავაჭრო ურთიერთობები გრძელდება და ამ კუთხით არასდროს გადახედილა პოლიტიკა. სავაჭრო ურთიერთობების გაწყვეტა რუსეთის ფედერაციასთან, რა თქმა უნდა, ძალიან დაამძიმებს ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობას. საერთო დამოკიდებულება (რუსეთზე) არის 12 პროცენტი, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები არის დივერსიფიცირებული. რუსეთზე დიდი სავაჭრო ბრუნვა გვაქვს ევროკავშირთან და ჩინეთთანაც. ეს 12 პროცენტი რომ მოჭრა უცბად, ეს ნიშნავს, რომ ჩვენს მოქალაქეებს, ფერმერებს, გლეხებს პირდაპირ უწყდებათ კონკრეტული შემოსავალი, საქმე ეხება ათი ათასობით და შეიძლება ასი ათასობით ადამიანს. სავაჭრო ურთიერთობების შეწყვეტა რუსეთთან არ გაუკეთებია არავის, მათ შორის, არც უკრაინას, მათ შორის, 2014 წელს, არც წინა ხელისუფლებას 2008 წლის ომის შემდეგ, რადგან ამაში გარკვეული ლოგიკა არის. სავაჭრო ურთიერთობების შენარჩუნება იყო სხვადასხვა კუთხით მნიშვნელოვანი და რჩება, რომ არ დავაზიანოთ ჩვენი მოქალაქეების ინტერესები. მერწმუნეთ, რუსეთს ერთი გრამითაც ვერ დავაზიანებთ სავაჭრო ურთიერთობების შეწყვეტით, მაგრამ ეს სერიოზულად დააზიანებს საქართველოს ათი ათასობით მოქალაქის ინტერესებს, გამოიწვევს ეკონომიკის შეფერხებას და ა.შ. ეს ნაბიჯი არ უნდა გადადგა, როცა რუსეთს ვერ დააზიანებ და დააზიანებ საკუთარ მოქალაქეებს,"- განაცხადა კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა