ურსულა ფონ დერ ლაიენის შეფასებით, უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე გამიზნული თავდასხმა „სუფთა ტერორისტული აქტია“

ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რუსეთის იერიშები უკრაინის კრიტიკულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე "ომის დანაშაულს" წარმოადგენს. ამის შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენმა დღეს ევროპარლამენტში დეპუტატების წინაშე გამოსვლისას განაცხადა.

ევროკომისიის ხელმძღვანელმა თავდასხმებს "სუფთა ტერორისტული აქტი" უწოდა, რომელიც "ახალი თავია უკვე ძალიან სასტიკ ომში".

„სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე გამიზნული თავდასხმა, რომლის მიზანია ზამთრის დადგომისას, მამაკაცების, ქალების, ბავშვების წყლის, ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე დატოვება. ეს არის სუფთა ტერორისტული აქტი და ჩვენ ამას ასე უნდა ვუწოდოთ“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

ცნობისთვის, გუშინ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 10 ოქტომბრის შემდეგ, მისი ქვეყნის ელექტროსადგურების 30% განადგურებულია, რამაც მთელ უკრაინაში "მასობრივი დაბნელება" გამოიწვია.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს