მედია - რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ირანული წარმოების დრონების გამოყენების გამო, ევროკავშირი დათანხმდა სანქციები 8 ადამიანსა და სუბიექტს დაუწესოს

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ირანული წარმოების დრონების გამოყენების გამო, ევროკავშირი დროებით დათანხმდა სანქციები 8 ადამიანსა და სუბიექტს დაუწესოს. ინფორმაციას დასავლური მედია ევროკავშირის სამ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს.

ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნიდან სანქციებზე მომუშავე ექსპერტები სიაზე დღეს გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ. ის ბლოკის წევრი სახელმწიფოების ელჩებს დღეს დღის მეორე ნახევარში დაგეგმილ შეხვედრაზე გადაეგზავნებათ. მედია ჯერჯერობით არ აკონკრეტებს თუ ვის შეეხება აღნიშნული სანქციები.

დასავლური მედიის ცნობით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც აშშ-მ განაცხადა, რომ ეთანხმება მის დასავლელ მოკავშირეებს, კერძოდ, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს, რომ ირანის მიერ რუსეთისთვის „კამიკაძე-დრონების“ მიწოდება გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას 2231 არღვევს.

აღნიშნული რეზოლუცია ირანის ბირთვულ შეთანხმებასთანაა დაკავშირებული, რომელიც მნიშვნელოვან შეზღუდვებს აწესებს ირანის ბირთვულ პროგრამაზე სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ.

პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
კახა ოქრიაშვილი „ოცნებას“ - თქვენს კოლექტიურ შიზოფრენიას უნდა გადააყოლოთ ქვეყანა? - შემოდგომაზე არჩევნები გარდაუვალია!
GM PHARMA-ში ახალი მედიკამენტების კვლევა-განვითარება აქტიურად გრძელდება
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა