გაერო-ში რუსეთის წარმომადგენლის მოადგილე - დასავლეთის ბრალდებები ირანის დრონების რუსეთში ექსპორტის შესახებ დეზინფორმაციაა

დასავლეთის ქვეყნების ბრალდებები ირანის დრონების რუსეთში ექსპორტის შესახებ სხვა არაფერია, თუ არა დეზინფორმაციის კიდევ ერთი მაგალითი, - ამის შესახებ გაერო-ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის პირველმა მოადგილემ, დიმიტრი პოლიანსკიმ უშიშროების საბჭოს დახურული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ დავაკვირდით დასავლური დელეგაციების დეზინფორმაციული კამპანიის მორიგი რაუნდს, როდესაც მათ საბჭოში წამოჭრეს საკითხი უპილოტო საფრენი აპარატების შესახებ, რომლებიც, ვითომდა, რუსეთმა უკრაინაში გამოიყენა “, - აღნიშნა დიმიტრი პოლიანსკიმ.
მისი თქმით, დასავლეთის მიზანია რუსეთსა და ირანზე ზეწოლის ხელოვნური საბაბის შექმნას.
„ჩვენი დასავლელი კოლეგების მიზანი აშკარაა. ისინი ცდილობენ ორ სამიზნეს ერთდროულად დაარტყან - რუსეთსა და ირანზე ზეწოლის ხელოვნური საბაბი შექმნან “, - განაცხადა პოლიანსკიმ.

























