ნედ პრაისი - ირანი აგრძელებს ტყუილის თქმას, თუმცა მსოფლიომ იცის, რომ რუსეთი უკრაინაში ირანულ დრონებს იყენებს

მიუხედავად იმისა, რომ ირანი აგრძელებს ტყუილის თქმას, მსოფლიომ იცის, რომ რუსეთი იყენებს ირანულ დრონებს უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობასა და ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ნედ პრაისი „ტვიტერზე“ წერს.

მისი თქმით, გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიეწოდა ინფორმაცია ირანიდან რუსეთში უპილოტო საფრენი აპარატების გაგზავნის მტკიცებულების შესახებ და დრონების გადაცემა არღვევს გაეროს უშიშროების საბჭო 2231 რეზოლუციას.

განცხადება გამოქვეყნდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზეც, სადაც აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ ირანიდან შეძენილი დრონები უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის და კრიტიკული სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ გამოიყენება.

„სერიოზული შეშფოთება გამოვთქვით რუსეთის მიერ ამ უპილოტო საფრენი აპარატების ირანიდან შეძენის გამო. ჩვენ ახლა გვაქვს უამრავი მტკიცებულება, რომ ეს უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენება უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობისა და კრიტიკული სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ თავდასხმებისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.

სახელმწიფო დეპარტამენტის მტკიცებით, შეერთებული შტატები უყოყმანოდ დაუწესებს სანქციებს და გამოიყენებს სხვა შესაბამის საშუალებებს ყველა იმ პირის წინააღმდეგ, ვინც დრონების გადაცემაში მონაწილეობს.

ლევან ლორთქიფანიძე - ივანიშვილის ერთპიროვნული, შეუზღუდავი მმართველობის პირობებში კატასტროფა გარდაუვალია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით