ირაკლი კობახიძე - ემოციებს არ უნდა ავყვეთ, უკრაინასთან ცალმხრივი მეგობრობა უნდა შევინარჩუნოთ

როცა ადამიანი, რომელიც მძიმე დანაშაულებშია ბრალდებული, უკრაინის ხელისუფლების სახელით საუბრობს ევროპულ სტრუქტურებში, ეს არის ცალმხრივი მეგობრობის გაგრძელება - ემოციებს არ უნდა ავყვეთ, უკრაინასთან ცალმხრივი მეგობრობა უნდა შევინარჩუნოთ,- ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინასთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმი ომის დაწყებამდე ბევრად ადრე დაიწყო.

"ადეიშვილის სტუმრობა უკრაინის მაღალჩინოსნის რანგში ევროპულ სტრუქტურებში არის კიდევ ერთი გამოხატულება იმის, რასაც ჩვენ ვეძახით ცალმხრივ მეგობრობას. ეს არის მძიმე, სამწუხარო მოვლენა და ეს გრძელდება უკვე წლებია. ეს ომის მერე არ დაწყებულა, ბევრად ადრე დაიწყო. ადამიანი, რომელიც არის ბრალდებული კონკრეტულ მძიმე დანაშაულებში, ადამიანი, რომელიც იყო რეპრესიული მანქანის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ბიზნესის რეკეტის ერთ-ერთი ინიციატორი და აღმასრულებელი და როცა ასეთი ადამიანი უკრაინის ხელისუფლების სახელით საუბრობს ევროპულ სტრუქტურებში, ეს არის ცალმხრივი მეგობრობის გაგრძელება, რაც მძიმე და სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ მაინც და მაინც ემოციებს არ უნდა ავყვეთ, უნდა შევინარჩუნოთ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმი უკრაინელი ხალხის ხათრით და ჩვენი მეგობარი ქვეყნის ხათრით",- განაცხადა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო