ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმის პროკურორი - სამწუხაროა, რომ ასეთი მძიმე და ტრაგიკული ფაქტი მოხდა და ბრალდებულებს სინანულის გრძნობაც კი არ გააჩნიათ - გვაქვს მყარი მტკიცებულებები, რომ მოხდა დანაშაული

სამწუხაროა, რომ ასეთი მძიმე და ტრაგიკული ფაქტი მოხდა და ბრალდებულებს სინანულის გრძნობაც კი არ გააჩნიათ ამ ფაქტთან დაკავშირებით. გვაქვს მყარი მტკიცებულებები, რომ მოხდა დანაშაული, - ასე უპასუხა ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმის პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა ჟურნალისტების ინფორმაციას, რომ ბრალდებულები მათთვის წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ და სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას ითხოვენ.

პროკურორის ინფორმაციით, „გრინსერვის +” ვალდებული იყო წარმოედგინა ინსპექტირების ანგარიში, ხოლო მერიის საქალაქო სამსახურს სამუშაოები უნდა მიეღო მხოლოდ ინსპექტირების ანგარიშის და ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად.

„დასკვნებში არ ეწერა მნიშვნელოვანი კომპონენტები, რომ სამუშაოები შეესაბამებოდა სამშენებლო ნორმებს და წესებს, ეს დოკუმენტები არის ყალბი და ვედავებით ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებას. შემსრულებელი, ,,გრინსერვის +” ვალდებული იყო წარმოედგინა ინსპექტირების ანგარიში, ხოლო მერიის საქალაქო სამსახურს სამუშაოები უნდა მიეღო მხოლოდ ინსპექტირების ანგარიშის და ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად. სწორედ ამ მოვალეობის შეუსრულებლობაზე ედავება ბრალდების მხარე ბრალდებულს, რომ ეს მოვალეობა არ შეასრულა”, - აღნიშნა არჩილ ტყეშელაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო