გიორგი ვაშაძე და ზურაბ ჯაფარიძე ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრს შეხვდნენ

„სტრატეგია აღმაშენებლის" და „გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერებმა ბრიუსელში შეხვედრა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრთან გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

გიორგი ვაშაძის თქმით, ნიდერლანდები რჩება საქართველოს მხარდამჭერად ევროინტეგრაციის პროცესში. ოპოზიციონერი ლიდერის განცხადებით, ევროპელები აღშფოთებულები არიან „ქართული ოცნების" ქმედებებით და განცხადებებით ევროპარლამენტარების და დასავლელი პარტნიორების მიმართ.

„აღსანიშნავია შეხვედრა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ მარკ რუტესთან, რომელმაც მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს და ქართველ ხალხს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. მან ასევე ისაუბრა ჩვენი, ორი ქვეყნის ისტორიაზე და საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. ევროპელი ლიდერები აღშფოთებულები არიან "ქართული ოცნების" ქმედებებით და იმ განცხადებებით, რასაც ხელისუფლება და მისი გარემოცვა აკეთებს ევროპარლამენტარებზე და დასავლელ პარტნიორებზე.

მან კიდევ ერთხელ წარმატება უსურვა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად და ქართველ ერს მხარდაჭერა გამოუცხადა", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ