ენტონი ბლინკენი - პუტინი უკრაინაში ომის დიპლომატიური გზით დასრულებაში დაინტერესებული არაა

პუტინი უკრაინაში ომის დიპლომატიური გზით დასრულებაში დაინტერესებული არაა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ABC News-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენი მიზანი მარტივია - დავეხმაროთ უკრაინელებს, რათა დავრწმუნდეთ, რომ მათი ქვეყანა დამოუკიდებელი დარჩება და, საბოლოო ჯამში, მოლაპარაკებებზე ყველაზე ძლიერი პოზიცია უზრუნველვყოთ, თუ ისინი დაიწყება”, - განაცხადა ბლინკენმა.

სახელმწიფო მდივანმა ასევე კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის უარზე აწარმოოს მოლაპარაკებები პუტინთან. ბლინკენის თქმით, უკრაინის პრეზიდენტი მიისწრაფვის დიპლომატიისკენ, მაგრამ არა რუსეთის ამჟამინდელ პრეზიდენტთან.

“ზელენსკიმ ნათლად გაგვაგებინა, რომ რაღაც მომენტში დიპლომატიამ ამ ყველაფერს ბოლო უნდა მოუღოს. თუმცა ის, რასაც ახლა ვხედავთ, - ეს არის მნიშვნელოვანი დიპლომატიისადმი პუტინის ინტერესის არარსებობა”, - აღნიშნა ბლინკენმა.

მისი თქმით, ამასობაში პუტინი არარაციონალურ გადაწყვეტილებებსა და ქმედებებს მიმართავს.

“რთულია სხვის გონებაში წარმოიდგინო საკუთარი თავი. ვფიქრობ, რომ ის [პუტინი] რაციონალურია, მაგრამ გადაწყვეტილებები, რომლებსაც ის იღებს, ან, უკეთესია ვთქვათ, მისი მიზნები - არარაციონალურია”, - თქვა სახელმწიფო მდივანმა.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა