ნიკა ობოლაძემ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა

ნიკა ობოლაძემ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა. მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვეღარ ხედავს იმ ძალას და ენერგიას, რომელიც ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას შეძლებს.

„რამდენიმე კვირის წინ მქონდა ინიციატივა „ნაციონალურ მოძრაობაში" რაღაც ახლის დაწყების და პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღების და ა.შ. ამ ინიციატივამ მიუხედავად იმისა, რომ კულისებს იქით მოიპოვა დიდი მხარდაჭერა, საჯაროდ იგივე ვერ მოხერხდა, ამიტომ ახლა შემიძლია თამამად გითხრათ, რომ დღეიდან არ გესაუბრებით "ნაციონალური მოძრაობის" სახელით. საბოლოო ჯამში ამ ფორმაციის "ნაციონალურ მოძრაობაში" მე ვერ ვხედავ იმ ძალას და იმ ენერგიას, რომელიც შეძლებს ქვეყანა ამ ხელისუფლების პირობებში გამოიყვანოს კრიზისიდან“, - განაცხადა ნიკა ობოლაძემ „ფორმულას“ ეთერში.

ვახუშტი მენაბდე - ჩვენ ახლა ვართ მდგომარეობაში, როცა „ქართული ოცნება“ პროცესებს მართავს არა კანონზე, არამედ ძალაზე დაყრდნობით და ძალის დემონსტრირებით ცდილობს თავისი მმართველობის დაკანონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით