CNN - ჯო ბაიდენის განცხადებით, უკრაინის მიმართ აშშ-ს დახმარება ეჭვქვეშ დადგება, თუ რესპუბლიკური პარტია შუალედურ არჩევნებში გაიმარჯვებს

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი რამდენიმე რესპუბლიკელის, მათ შორის წარომადგენელთა პალატის უმცირესობის ლიდერის, კევინ მაკკარტის კომენტარს ეხმაურება და აცხადებს, რომ ისინი კითხვის ქვეშ აყენებენ უკრაინისთვის დახმარების გაგრძელებას და ძირს უთხრიან აშშ-ის ლიდერობასა და როლს მზარდად არასტაბილურ მსოფლიოში.

"გაიგონეთ რა თქვეს მათ? მათ თქვეს, რომ თუ გაიმარჯვებენ, სავარაუდოდ არ დააფინანსებენ – არ დაეხმარებიან – არ გააგრძელებენ უკრაინის - რუსების წინააღმდეგ უკრაინის ომის- დაფინანსებას. ეს ბიჭები ვერ ხვდებიან, რომ ეს უკრაინაზე ბევრად დიდია - ეს არის აღმოსავლეთ ევროპა, ეს არის ნატო. ეს არის რეალური, სერიოზული, სერიოზული შედეგები. მათ არ აქვთ ამერიკის საგარეო პოლიტიკის აღქმა”, - აღნიშნა ბაიდენმა.

ცნობისათვის, რამდენიმე დღის წინ, წარომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა ლიდერმა კევინ მაკკარტიმ განაცხადა, რომ თუ რესპუბლიკური პარტია პალატაში შუალედური არჩევნების შედეგად უმრავლესობას მოიპოვებს, მათ, შესაძლოა, უკრაინას ისეთივე დახმარება არ გაუწიონ, როგორსაც აშშ ახლა უწევს ომში მყოფ ქვეყანას.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო